განსხვავებები სასტუმროს მომსახურებებში კლასიფიკაციების მიხედვით

ჩვენი ბლოგი

განსხვავებები სასტუმროს მომსახურებებში კლასიფიკაციების მიხედვით

განვიხილოთ სასტუმროების კლასიფიკაცია ვარსკვლავების მიხედვით და ვნახოთ მათ შორის განსხვავებები.


5* sastumro
· 24 saaTiani MmimRebi
· mebargulis samsaxuri
· konsierJi, an stumrebTan urTierTobis menejeri
· ramdenime kvebis obieqti sastumroSi
· minibari
· momsaxurebis 24 saaTiani servisi oTaxSi
· seifi oTaxSi
· ufaso interneti
· samrecxao da aseve 3 saaTiani swrafi servisi
· saRamos oTaxis servisi, egredwodebuli Turn Down Service
· yoveldRiurad TeTreulis Secvla
· maRali xarisxis sauzme
· ufaso gazeTebi
· samze meti oTaxis kategoria
· oTaxi SezRuduli unarebis mqone stumrebisaTvis
· biznes-centri
· fasiani satelevizio arxebi
· maRali xarisxis higienuri saSualebebi
· xalaTi da Custi
· valetis servisi
· sacurao auzi da kazino ( ar aris aucilebeli )
· ufro didi farTis oTaxebi
· baliSis ramdenime tipi


4* sastumro
· sauzme ufro minimaluri vidre xuT varsklavian sastumroSi, Sesabamisad ufro dabal Ffasad
· oTaxebis ori an meti kategoria
· 24 saaTiani mimRebi
· restorani da bari
· TeTreulis Secvla yovel meore dRes
· ufro dabali xarisxis higienuri saSualebebi
· mimRebTan aris patara maRazia, oTaxebSi ar aris minibari
· konsierJis movaleobas iTavsebs mimRebis TanamSromeli
· xalaTi da Custi moTxovniT
· aris oTaxSi momsaxurebis servisi, magram 16 saaTiani
· ar aris mebarguli
· oTaxSi ar aris sauToo dafa da uTo. mxolod maRali kategoriis oTaxebSi.


3* sastumro
· SeiZleba iyos mxolod erTi kategoriis oTaxi
· ar aris oTaxSi momsaxurebis servisi
· ar aris biznes-centri
· ar aris xalaTi da Custi
· dabali xarisxis higienuri saSualebebi
· patara farTobis oTaxebi
· oTaxSi ar aris seifi
· mxolod erTi restorani, sadac aris sauzme
· interneti aris, magram fasiani
stumris

კარიერა დიენთი ჯგუფში

DNT GROUP-ი ქართულ ბაზარზე 2 წელია რაც წარმატებით ოპერირებს. კომპანიის ქოლგის ქვეშ 7 სასტუმროა გაერთიანებული.

DNT -ის სასტუმრეობში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მზარდია, თუ კი ხარისხობრივად შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგული, ჯანსაღი და საქმის პროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლეექტებული ჩვენი სასტუმროები.

დღეს სწორედ ესეთ თანამშრომელზე, ლიკა გასვიანზე მოგიყვებით.

ლიკა სასტუმრო გლადიუსში 2021 წელს - ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმდა, სადაც კვირაში 2დღე 24 საათიანი განრიგით მუშაობდა.შეისწავლა კომპიუტერული პროგრამები, ურთიერთობა უცხოელ სტუმრებთან , დატრენინგდა ტურისტულ საკითხებში დიენთის სხვადასხვა ტრენერებთან და გამოიმუშავა სამსახურეობრივი დისციპლინა, რომელიც მისი თქმით ცხოვრების ბევრ ეტაპზე დაეხმარა.

კომპანია დიენთი ჯგუფი, ყველა იმ ადამიანს დაწინაურების საშუალებას აძლევს, რომლებიც საქმისადმი პასუხისმგებლობითა და შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ეს უნარები აღმოაჩინა კომპანიის ხელმძღვანელობამ ლიკაში და მოკლე დროში ის 3 სასტუმროს - მარგის, გლადიუსისა და ქინგ დევიდის მენეჯერი გახდა.

„რამდენად მარტივად მიიღე შემოთავაზებული წინადადება და იყო თუ არა 22 წლის ასაკში რთული გემართა 3 ბუტიკური ტიპის სასტუმრო“

-„რა თქმა უნდა არ არის მარტივი იყო მენეჯერი და გქონდეს თანამშრომლებთან ისეთი ურთიერთობა სადაც ის ოქროს შუალედი დაცული იქნება, თუმცა ჩემს უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც მომცეს ძალა და ენერგია იმისა, რომ ეს ნაბიჯი თამამად და ღირსეულად გადამედგა“ - ამბობს ლიკა.

მისი თქმით ხელმძღვანებელის ჯანსაღი დამოკიდულება საქმისადმი და მაღალი პროდუქტიულობის შეგრძნება არ აძლევს საშუალებას საქმე არახარისხიანად იყოს გაკეთებული.

„ყოველ დღე ვფიქრობ რა სიახლე შევმატო სასტუმროებს, კიდევ რა ტიპის კომფორტი შევუქმნა თანამშრომლებს. ჩემი აზრითა და პირადი გამოცდილებით ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრული დამოკიდებულებაა ადამაინების მიმართ საჭირო, ესე უფრო მარტივად და ეფექტურად მივდივართ სასურველ შედეგამდე“ .

კომპანია დიენთი ჯგუფის გეგმები საკმაოდ მასშტაბური და ამბიციურია, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც საქმისამდი პროფესიონალურ და ჯანსაღ დამოკიდებულებას გამოავლენს აუცილებლად დაწინაურდება და შეძლებს კარიერულ/პროფესიულ განვითარებას.

იხილეთ მეტი

სასტუმროს შერჩევის 10 ძირითადი კრიტერიუმი - რას აქცევენ სტუმრები ყურადღებას

1. სასტუმროს ადგილმდებარეობა:
ადგილმდებარეობა წყვეტს! განსაკუთრებით იმ სტუმრებისთვის, რომლებიც
მიზნად ისახავენ ნახონ ყველაზე საინტერესო ან მიდიან ღონისძიებაზე და სურთ
უფრო ახლოს იცხოვრონ სასურველ ადგილთან.
2. საცხოვრებელი ფასი:
ვინაიდან ადამიანების უმეტესობა შეზღუდულ ბიუჯეტზე ცხოვრობს, სასტუმროს
არჩევისას ფასი ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
3. გამოხმაურება სხვა სტუმრებისგან:

მოგზაურთა 77% კითხულობს Booking -ზე სასტუმროს მიმოხილვას, სანამ
გადაწყვეტს სად დარჩება.
4. ფოტოები:
სტუმრების ფოტოები თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც
მიმოხილვები. წაახალისეთ სტუმრები, გააზიარონ სასტუმროს ფოტოები
სოციალურ მედიაში - გეოლოკაციით და ჰეშთეგებით.
ნუ დაივიწყებთ ფოტოებს საიტზე: გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ჭეშმარიტი
ფოტოები, რაც დაეხმარება სტუმრებს გაიგონ, არის თუ არა სასტუმრო მათთვის
შესაფერისი. დაამატეთ სასტუმროს სურათები გარეთ, ხოლო ოთახში ბარათები -
აბაზანის ფოტო.
5. გაუქმების პოლიტიკა:
იმისათვის, რომ სტუმრებმა ფულის გამო არ იდარდონ, თუკი მათი მოგზაურობა
გაუქმდა, გთხოვთ მყისიერად მიაწოდოთ დეტალები გაუქმების პოლიტიკის
შესახებ.
6. გადახდის მეთოდები:
სხვადასხვა სტუმრებს სჭირდებათ გადახდის სხვადასხვა მეთოდი: მოგზაურებს
შეუძლიათ გადაიხადონ ბარათით ვებგვერდზე, ხოლო საქმიანი მოგზაურებს
შეუძლიათ გადაიხადონ ადგილზე.
7. დამატებითი კეთილმოწყობა:
თუ ტარიფი მოიცავს ზოგიერთ მომსახურებას, მაგალითად, სპორტული დარბაზის
ან აბანოს კომპლექსის მონახულება, მიუთითეთ ეს. ასე რომ, სტუმრები მეტი
რაოდენობა სავარაუდოდ მოვა თქვენთან და არა ახლომდებარე სასტუმროში.
8. ბარგის შენახვა:
მშვენიერია, როდესაც შეგიძლია მძიმე ზურგჩანთა დატოვო სასტუმროში. თუ
თქვენ გაქვთ ასეთი სერვისი, აუცილებლად დაწერეთ ამის შესახებ!
9. შემოსვლის და გამგზავრების დრო:
მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებმა იცოდნენ ამის შესახებ, რათა სწორად
დაგეგმოთ თავიანთი დღე და დაგეგმონ დრო სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე.
10. უსაფრთხოება:

ბოლო დროს, უსაფრთხოებაში ჩვენ ხშირად ვგულისხმობთ რეგულარულ
დეზინფექციას, სტუმრებისთვის ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების
არსებობას.

იხილეთ მეტი

გვიან გაწერის სასტუმროს პოლიტიკა

როგორც იცით სასტუმროს ოფიციალური გაწერის დრო არის დღის 12 საათი, მაგრამ თუ კი სტუმარი გაეწერება სასტუმროდან მოგვიანებით, მას ექნება დამატებით გადასახდელი.

მოდით ისევ განვიხილოთ გვიან გაწერის საათები და გადასახედები თბილისის წამყვან სასტუმროებში.

სასტუმრო თბილისი მარიოტი და ჰოლიდეი ინნ თბილისის გვიან გაწერის პოლიტიკა:

დღის 12 საათიდან 3 საათამდე სასტუმროში არის უფასო გვიან გაწერის პოლიტიკა, ანუ თუკი სასტუმროში არის საშუალება და სასტუმრო არ არის დატვირთული, სტუმარს შეუძლია გაეწეროს 3 საათამდე და არაფერს დამატებით არ გადაიხდის.

თუ სტუმარი გაეწერება სასტუმროდან დღის 3 საათიდან, საღამოს 6 საათამდე, მას დამატებით ექნება გადასახდელი ნახევარი ღამის გადასახადი. ანუ თუ სტუმარს დაჯავშნილი აქვს სასტუმროს ნომერი 20 ოქტომბრიდან – 25 ოქტომბრამდე, მაგრამ სტუმარს აქვს ავია რეისი საღამოს საათებში მას ურჩევნია სასტუმროში გაატაროს ეს დრო და მოითხოვოს გვიან გაწერა, მაგალითად 5 საათზე, ამ შემთხვევაში მას ექნება 5 ნახევარი ღამის საფასური გადასახდელი.

თუ სტუმარს მოუნდება გაიწეროს სასტუმროდან საღამოს 6 საათიდან, უკვე ექნება დამატებით მთლიანი ღამე გადასახდელი, ანუ უკვე 6 ღამის გადასახადი.

სასტუმრო რედისონი ბლუ სტანდარტების მიხედვით, სტუმარი რომელიც გაიწერება სასტუმროდან საღამოს 6 საათამდე დამატებით არაფერს არ გადაიხდის.

საღამოს 6 საათიდანსაღამოს 9 საათამდე, სტუმარს ექნება გადასახდელი დამატებით ნახევარი ღამის გადასახადი, ანუ თუ სტუმარი გაეწერება სასტუმროდან საღამოს 8 საათზე, ის გადაიხდის დამატებით ნახევარი ღამის გადასახად, ანუ 5 ნახევარი ღამე.

საღამოს 9 საათიდან სტუმარს უკვე ექნება გადასახდელი მთლიანი ღამის გადასახადი. ანუ უკვე 6 ღამის გადასახადი.

იხილეთ მეტი