როგორც იცით სასტუმროს ოფიციალური გაწერის დრო არის დღის 12 საათი, მაგრამ თუ კი სტუმარი გაეწერება სასტუმროდან მოგვიანებით, მას ექნება დამატებით გადასახდელი.
მოდით ისევ განვიხილოთ გვიან გაწერის საათები და გადასახედები თბილისის წამყვან სასტუმროებში.
სასტუმრო თბილისი მარიოტი და ჰოლიდეი ინნ თბილისის გვიან გაწერის პოლიტიკა:
დღის 12 საათიდან 3 საათამდე სასტუმროში არის უფასო გვიან გაწერის პოლიტიკა, ანუ თუკი სასტუმროში არის საშუალება და სასტუმრო არ არის დატვირთული, სტუმარს შეუძლია გაეწეროს 3 საათამდე და არაფერს დამატებით არ გადაიხდის.
თუ სტუმარი გაეწერება სასტუმროდან დღის 3 საათიდან, საღამოს 6 საათამდე, მას დამატებით ექნება გადასახდელი ნახევარი ღამის გადასახადი. ანუ თუ სტუმარს დაჯავშნილი აქვს სასტუმროს ნომერი 20 ოქტომბრიდან – 25 ოქტომბრამდე, მაგრამ სტუმარს აქვს ავია რეისი საღამოს საათებში მას ურჩევნია სასტუმროში გაატაროს ეს დრო და მოითხოვოს გვიან გაწერა, მაგალითად 5 საათზე, ამ შემთხვევაში მას ექნება 5 ნახევარი ღამის საფასური გადასახდელი.
თუ სტუმარს მოუნდება გაიწეროს სასტუმროდან საღამოს 6 საათიდან, უკვე ექნება დამატებით მთლიანი ღამე გადასახდელი, ანუ უკვე 6 ღამის გადასახადი.
სასტუმრო რედისონი ბლუ სტანდარტების მიხედვით, სტუმარი რომელიც გაიწერება სასტუმროდან საღამოს 6 საათამდე დამატებით არაფერს არ გადაიხდის.
საღამოს 6 საათიდან – საღამოს 9 საათამდე, სტუმარს ექნება გადასახდელი დამატებით ნახევარი ღამის გადასახადი, ანუ თუ სტუმარი გაეწერება სასტუმროდან საღამოს 8 საათზე, ის გადაიხდის დამატებით ნახევარი ღამის გადასახადს, ანუ 5 ნახევარი ღამე.
საღამოს 9 საათიდან სტუმარს უკვე ექნება გადასახდელი მთლიანი ღამის გადასახადი. ანუ უკვე 6 ღამის გადასახადი.