DNT GROUP-ი ქართულ ბაზარზე 2 წელია რაც წარმატებით ოპერირებს. კომპანიის ქოლგის ქვეშ 7 სასტუმროა გაერთიანებული.
DNT -ის სასტუმრეობში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მზარდია, თუ კი ხარისხობრივად შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგული, ჯანსაღი და საქმის პროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლეექტებული ჩვენი სასტუმროები.
დღეს სწორედ ესეთ თანამშრომელზე, ლიკა გასვიანზე მოგიყვებით.
ლიკა სასტუმრო გლადიუსში 2021 წელს - ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმდა, სადაც კვირაში 2დღე 24 საათიანი განრიგით მუშაობდა.შეისწავლა კომპიუტერული პროგრამები, ურთიერთობა უცხოელ სტუმრებთან , დატრენინგდა ტურისტულ საკითხებში დიენთის სხვადასხვა ტრენერებთან და გამოიმუშავა სამსახურეობრივი დისციპლინა, რომელიც მისი თქმით ცხოვრების ბევრ ეტაპზე დაეხმარა.
კომპანია დიენთი ჯგუფი, ყველა იმ ადამიანს დაწინაურების საშუალებას აძლევს, რომლებიც საქმისადმი პასუხისმგებლობითა და შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ეს უნარები აღმოაჩინა კომპანიის ხელმძღვანელობამ ლიკაში და მოკლე დროში ის 3 სასტუმროს - მარგის, გლადიუსისა და ქინგ დევიდის მენეჯერი გახდა.
„რამდენად მარტივად მიიღე შემოთავაზებული წინადადება და იყო თუ არა 22 წლის ასაკში რთული გემართა 3 ბუტიკური ტიპის სასტუმრო“
-„რა თქმა უნდა არ არის მარტივი იყო მენეჯერი და გქონდეს თანამშრომლებთან ისეთი ურთიერთობა სადაც ის ოქროს შუალედი დაცული იქნება, თუმცა ჩემს უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც მომცეს ძალა და ენერგია იმისა, რომ ეს ნაბიჯი თამამად და ღირსეულად გადამედგა“ - ამბობს ლიკა.
მისი თქმით ხელმძღვანებელის ჯანსაღი დამოკიდულება საქმისადმი და მაღალი პროდუქტიულობის შეგრძნება არ აძლევს საშუალებას საქმე არახარისხიანად იყოს გაკეთებული.
„ყოველ დღე ვფიქრობ რა სიახლე შევმატო სასტუმროებს, კიდევ რა ტიპის კომფორტი შევუქმნა თანამშრომლებს. ჩემი აზრითა და პირადი გამოცდილებით ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრული დამოკიდებულებაა ადამაინების მიმართ საჭირო, ესე უფრო მარტივად და ეფექტურად მივდივართ სასურველ შედეგამდე“ .
კომპანია დიენთი ჯგუფის გეგმები საკმაოდ მასშტაბური და ამბიციურია, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც საქმისამდი პროფესიონალურ და ჯანსაღ დამოკიდებულებას გამოავლენს აუცილებლად დაწინაურდება და შეძლებს კარიერულ/პროფესიულ განვითარებას.