სერვისები

სტრატეგიული მართვა თქვენი წარმატებისთვის

DNT Group უზრუნველყოფს სასტუმროს პრაქტიკულ მართვას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ბაზარზე პოზიციონირება, ოპერაციული ოპტიმიზაცია და შემოსავლების ზრდა — იდეის კონცეფციიდან სრულმასშტაბიან ოპერირებამდე.

01

სასტუმროს დეველოპმენტი და დაგეგმვა

DNT Group-ი უზრუნველყოფს სტრატეგიულ კონსულტირებასა და დაგეგმვას, გრძელვადიან ფინანსურ წარმატებას ბაზრის ექსპერტული კვლევის, მიზანშეწონილობის ანალიზისა და ოპერაციული სტრატეგიის მეშვეობით.

ბაზრის კვლევამიზანშეწონილობის ანალიზიფინანსური დაგეგმვაპოზიციონირებასტრატეგიული კონსულტაცია ოპერაციული სტრატეგია

DNT Group უზრუნველყოფს სტრატეგიულ კონსულტაციასა და დაგეგმარებას ახალი პროექტებისთვის მასპინძლობის სფეროში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინვესტორებსა და დეველოპერებს კონცეფციის ადრეული ეტაპიდან, რაც მოიცავს ბაზრის კვლევას, ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, სასტუმროს პოზიციონირებას, ფინანსურ დაგეგმვასა და საოპერაციო სტრატეგიის შემუშავებას. ჩვენი მიზანია, თითოეული პროექტი იყოს სწორად სტრუქტურირებული, ბაზარზე კონკურენტუნარიანად პოზიციონირებული და მომზადებული გრძელვადიანი ფინანსური წარმატებისთვის.

02

სასტუმროს მომზადება გახსნისთვის

DNT Group-ი მართავს სასტუმროების გახსნისწინა სრულ პროცესს - კადრების შერჩევითა და სისტემების დანერგვით დაწყებული, ბრენდის პოზიციონირებით დასრულებული, რათა სრულ ოპერაციულ რეჟიმზე გადასვლა შეუფერხებლად განხორციელდეს.

სასტუმროს მომზადება გახსნისთვისბრენდის პოზიციონირებაოპერაციული დაგეგმვაახალი სასტუმროს გახსნის სერვისითარამშრომლობა სფეროს მომწოდებლებთან

სასტუმროს გახსნა საჭიროებს საგულდაგულო მომზადებასა და ზუსტ კოორდინაციას. ჩვენი გუნდი მართავს გახსნისწინა (pre-opening) სრულ პროცესს, რაც მოიცავს ოპერაციულ დაგეგმვას, კადრების შერჩევასა და ტრენინგს, სისტემების დანერგვას, მომწოდებლებთან პარტნიორობასა და ბრენდის პოზიციონირებას. ჩვენ უზრუნველყოფთ თითოეული ოპერაციული ასპექტის მზადყოფნას წარმატებული გახსნისა და სრულ ოპერაციულ რეჟიმში შეუფერხებელი გადასვლისთვის

03

გაყიდვებისა და მარკეტინგის აუთსორსინგი

„DNT Group-ი გთავაზობთ გაყიდვებისა და მარკეტინგის აუთსორსინგულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება მონაცემებზე დამყარებულ სტრატეგიებს, შემოსავლების მართვასა და ციფრულ ოპტიმიზაციას.

სასტუმროს გაყიდვების აუთსორსინგისასტუმროს შემოსავლების მართვაOTA ოპტიმიზაციის მომსახურებაციფრული მარკეტინგი სტუმარმასპინძლობის სფეროშისასტუმროს დისტრიბუციის სტრატეგიასასტუმროს კორპორატიული პარტნიორობა

DNT Group-ი გთავაზობთ გაყიდვებისა და მარკეტინგის პროფესიონალურ აუთსორსინგულ მომსახურებას, რომელიც ორიენტირებულია სასტუმროს ცნობადობის, დატვირთულობისა და შემოსავლების მაქსიმიზაციაზე. ჩვენი სერვისები მოიცავს შემოსავლების მართვას (revenue management), ონლაინ დისტრიბუციის სტრატეგიას, OTA პლატფორმების ოპტიმიზაციას, კორპორატიულ პარტნიორობას, ციფრულ მარკეტინგსა და ბრენდის პოზიციონირებას. სტრუქტურირებული გაყიდვების მეთოდოლოგიითა და მონაცემებზე დამყარებული სტრატეგიით, ჩვენ ვეხმარებით სასტუმროებს ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

04

შემოსავლების მართვა

DNT Group-ი მაქსიმალურად ზრდის სასტუმროს მომგებიანობას. მონაცემებზე დამყარებული ფასწარმოქმნისა და მოთხოვნის პროგნოზირების მეშვეობით, კომპანია უზრუნველყოფს RevPAR-ის ოპტიმიზაციასა და ბაზარზე ხელსაყრელ პოზიციონირებას.

სასტუმროს შემოსავლების მართვაფასწარმოქმნის დინამიკური სტრატეგიასასტუმროს RevPAR-ის ოპტიმიზაციამოთხოვნის პროგნოზირებასასტუმროს ბაზრის ბენჩმარკინგისასტუმროს ADR-ის ზრდა

DNT Group-ი გთავაზობთ შემოსავლების მართვის თანამედროვე სტრატეგიებს, რომლებიც შექმნილია სასტუმროს მომგებიანობის მაქსიმიზაციისთვის. ბაზრის მოთხოვნის, კონკურენტების ფასწარმოქმნის, ჯავშნების ტენდენციებისა და სეზონური რყევების ანალიზის საფუძველზე, ჩვენ ვახდენთ ნომრების ტარიფებისა და დისტრიბუციის არხების ოპტიმიზაციას საუკეთესო ფინანსური მაჩვენებლების მისაღწევად. შემოსავლების მართვის ჩვენი მეთოდოლოგია მოიცავს ფასწარმოქმნის დინამიკურ სტრატეგიებს, მოთხოვნის პროგნოზირებას, ბაზრის ბენჩმარკინგსა და მაჩვენებლების მუდმივ ანალიზს. მონაცემებზე დამყარებული მიდგომითა და ისეთი საკვანძო ინდიკატორების მუდმივი მონიტორინგით, როგორიცაა დატვირთულობა (Occupancy), ADR და RevPAR, ჩვენ უზრუნველყოფთ თითოეული ობიექტის შემოსავლების სრული პოტენციალის მიღწევას.

05

სასტუმროს სრული მართვა

DNT Group-ი უზრუნველყოფს სასტუმროს სრულმასშტაბიან მართვას, რაც მოიცავს ყოველდღიური ოპერაციების, ფინანსური სტრატეგიისა და სტუმრის გამოცდილების ზედამხედველობას მდგრადი ზრდისა და მომგებიანობის მისაღწევად.

სასტუმროს სრული მართვის სერვისიოპერაციული ეფექტურობა მასპინძლობის სფეროშისასტუმროს ფინანსური მართვაპერსონალის ხელმძღვანელობასტუმრის გამოცდილების მართვასასტუმროს მდგრადი ზრდა

სასტუმროს სრული მართვის მომსახურება მოიცავს ობიექტის მთლიან ოპერაციულ პროცესს. DNT Group-ი ზედამხედველობას უწევს ყოველდღიურ ოპერაციებს, ფინანსურ მართვას, შემოსავლების სტრატეგიას, პერსონალის ხელმძღვანელობას, სტუმრის გამოცდილებასა და ოპერაციულ ეფექტურობას. მართვის პროფესიონალური სისტემებისა და მოქნილი ლიდერობის კომბინაციით, ჩვენ უზრუნველყოფთ მდგრად ზრდას, გაუმჯობესებულ მომგებიანობასა და ძლიერ კონკურენტულ პოზიციას მასპინძლობის ბაზარზე

ითანამშრომლეთ ჩვენთან

აქციეთ თქვენი ობიექტი წარმატებულ ბიზნესად

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი პროექტი და შემოგთავაზოთ საუკეთესო პირობები ზრდისა და განვითარებისთვის.